Computer

Computer

  • Submitted By: natia
  • Date Submitted: 10/12/2009 12:21 AM
  • Category: English
  • Words: 1016
  • Page: 5
  • Views: 330

ტრეფიკინგი

“ტრეფიკინგი” ინგლისური სიტყვაა და ნიშნავს აკრძალული საქონლით ვაჭრობას. ტრეფიკინგი გლობალური პრობლემაა და ტრანსნაციონალური დანაშაულია. ეს არის ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა და ჩამორთმევა. იგი გულისხმობს ექსპლოატაციის მიზნით ადამიანთა გადაბირებას, გადაყვანას, გადაცემას, გადამალვას; მუქარის, ძალის გამოყენებით ან იძულების სხვა საშუალებებით (მოტაცება, თაღლითობა), ან სხვისი უმწეობის ბოროტად გამოყენებით, კონტროლის განხორციელებას სხვა ადამიანზე, სქესობრივ ექსპლოატაციას, იძულებით შრომას ან მომსახურებას, მონობას ან მონობის მსგავს მდგომარეობას და ორგანოებით ვაჭრობას.
კაცობრიობის განვითარებასთან ერთად ვითადება ტრეფიკინგიც. იზრდება მისი მასშტაბები, სისასტიკე და მოთხოვნილებები. ეს იმითაა გამოწვეული, რომ იგი ყველაზე დიდი არალეგალური ბიზნესია იარაღითა და ნარკოტიკებით ვაჭრობის შემდეგ. მისი წლიური მოგება 8-9 მილიარდი აშშ დოლარია. ყოველწლიურად ტრეფიკინგის მსხვერპლი ხდება 800-900 ათასი ადამიანი. აქედან, 18-20 ათასი აშშ-ში იგზავნება. დაუდგენელია შიგა ტრეფიკინგის შემთხვევათა რაოდენობა1.
კონვენცია მონობის წინააღმდეგ მოქმედებს 1926 წლიდან, ხოლო კონვენცია ადამიანებით ვაჭრობისა და მეძავთა ექსპლოატაციის შესახებ მიღებული იქნა 1945 წელს. 1996 წელს ძალაში შევიდა დამატებითი კონვენცია მონობის გაუქმების, ადამიანებით ვაჭრობის შესახებ. არსებობს ასევე რამდენიმე საერთაშორისო შეთანხმება: სამოქლაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (1996 წ.), კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ (1989 წ.), მიგრანტთა და მათი ოჯახის წევრების უფლებების დაცვის კონვენცია (1990 წ.) და ა.შ.
1990 წლიდან ამ პრობლემას ინტენსიურად შეისწავლიან საერთაშორისო ორგანიზაციებში, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორები. შვედეთი იყო პირველი ქვეყანა, სადაც მიიღეს რადიკალური კანონი ტრეფიკინგის, კონკრეტულად კი ქალის სექსუალური ექსპლოაციის წინააღმდეგ. 2000 წელს აშშ-ში ძალაში შევიდა ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის აქტი, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს ავალებს, წარადგინოს ყოველწლიური ანგარიში მსოფლიოში ადმიანებით ვაჭრობასთან დაკავშირებით.
ყველასათვის ცნობილია, რომ ევროპასა და ამერიკაში, ოფიციალურად...

Similar Essays