Realizm

Realizm

  • Submitted By: ruski888
  • Date Submitted: 05/15/2010 2:02 PM
  • Category: Science
  • Words: 9222
  • Page: 37
  • Views: 273

პოლიტიკური რეალიზმი http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=10391
სხვა საერთაშორისო ურთიერთობების თეორიებისგან განსხვავებით ხატავს საერთაშორისო ურთიერთობების სევდიან სურათს. საერთაშორისო ურთიერთობები დანახულია როგორც მკაცრი კონკურენცია ქვეყნებს შორის, რომლებსაც არანაირი მიზეზი არ აქვთ ერთმანეთს მიენდონ მაშინ, როდესაც მათი არსებობის არსი თვითგადარჩენაა ისეთ გარემოში სადაც ერთის დანაკარგი მეორის მონაპოვარია (zero sum game). ჯონ მირშაიმერი გვთავაზობს რეალიზმის ყველაზე ნათელ და ამომწურავ დახასიათებას. იგი გამოყოფს ხუთ ძირითად მოსაზრებას რომელიც აღწერს რეალიზმის მიდგომას საერთაშორისო ურთიერთობებისადმი
1. პირველი მოსაზრება ისაა, რომ საერთაშორისო სისტემა ანარქიულია. ანუ, საერთაშორისო სისტემის მოწყობის პრინციპი არის ანარქიული, რაც იმას ნიშნავს, რომ სისტემა შედგება დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეულებისგან (სახელმწიფოები), რომლებსაც არ ჰყავთ ზემდგომი ხელისუფლება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არ არსებობს უმაღლესი მმართველი ორგანო, ზესახელმწიფო, მაშინ როდესაც სუვერენიტეტი სახელმწიფოთა თანდაყოლილი თვისებაა.
2. მეორე მოსაზერება ისაა, რომ სახელმწიფოებს ბუნებრივად თანდაყვებათ აგრესიის იარაღი, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას ერთმანეთის წინააღმდეგ. როგორც წესი, ეს არის სამხედრო შეიარაღება. თუმცა, რომ არ იყოს იარაღი, რეალიზმი ამბობს რომ ინდივიდები საომრად ხელ-ფეხს გამოიყენებდნენ.
3. მესამე მოსაზრება ისაა, რომ სახელმწიფოები არასდროს არ არიან დარწმუნებულნი, თუ რა განზრახვა ამოძრავებს სხვა სახელმწიფოს. კერძოდ, არც ერთ სახელმწიფოს არ აქვს გარანტია იმისა, რომ მის წინააღმდეგ აგრესიულ იარაღს არ გამოიყენებს მეორე სახელმწიფო. შეიძლება ეს მეორე სახელმწიფო იყოს კეთილმოსურნე და საიმედო, მაგრამ ამ მოსაზრებაზე დაყრდნობა შეუძლებელია, რადგან შეუძლებელია განზრახვის ასი პროცენტით განსაზღვრა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გაურკვევლობის (uncertainty) თავიდან აცილება შეუძლებელია როდესაც ხდება განზრახვის შეფასება, ეს კი მარტივად განაპირობებს იმას, რომ სახელმწიფოები ვერასდროს იქნებიან დარწმუნებულნი, რომ სხვა სახელმწიფოებს აგრესიულ იარაღებთან ერთად აგრესიული განზრახვებიც არ აქვთ.
4....