“a City I Would Like to Live in”

“a City I Would Like to Live in”

 Introduction to English Philology
Course of Lectures


შესავალი ინგლისურ ფილოლოგიაში
ლექციების კურსი პირველკურსელთათვის


Reader and Anthology
რიდერი და ანთოლოგია














1. ლექცია 1/ Lecture 1
ფილოლოგის შესასწავლი საგანი, ენობრივი ნიშნის ბუნება, ინგლისური ენა როგორც ცოცხალი ორგანიზმი,

1. ფილოლოგის შესასწავლი საგანი
სიტყვა ‘ფილოლოგია’ ბერძნული წარმოშობისაა და ნიშნავს სიტყვის სიყვარულს. ამ ტერმინით აღნიშნავდნენ ძველი ბერძნები სიტყვის, ანუ ლიტერატურისა და ზოგადად, განათლებისა და არგუმენტირებული მსჯელობის სიყვარულს. ყველა ეს და მსგავსი ქმედება ჯერ სიტყვით ‘ლოგოსი’ აღინიშნებოდა, ხოლო კი შემდეგ ლათინური ფორმით -ფილოლოგია, რომელიც მეთექვსმეტე საუკუნის ინგლისურ ენაში შემოვიდა როგორც Philology . ამ დროს ამ სიტყვის მნიშვნელობა შევიწროვდა და იგი ნიშნავდა მხოლოდ ლიტერატურის სიყვარულს’. მეცხრამეტე საუკუნიდან ეს მნიშვნელობა კიდევ უფრო დაკონკრეტდა ნიშნავდა ენების ისტორიულ განვითარების კვლევას ( ისტორიული ლინგვისტიკა). უნდა ითქვას, რომ ამჟამადაც ბრიტანულ სამაყროში ფილოლოგია ძირითადად, ისტორიულ ლინგვისტიკად მოიაზრება, ხოლო ამერიკულ ენათმეცნიერებაში ტერმინი ფილოლოგია ტრადიციულად ფართო გაგებით იხმარება და ენისა და ლიტერატურის შესწავლას გულისხმობს, ეს მნიშვნელობა უახლოვდება ფილოლოგიის შესასწავლი საგნის აღქმას საქართველოში.
Enatmetsnereba რამდენიმე ძირითადი მიმართულებისაგან შედგება, მათ შორისაა კომპერატივისტიკა ( ანუ, შედარებითი ლინგვისტიკა), ტექსტის ლინგვისტიკა და კოგნიტიური ლინგვისტიკა.
შედარებითი ლინგვისტიკა სწავლობს მონათესავე და არამონათესავე ენებს შორის მსგავსებასა და განსხვავებას. ის, რაც ენებს საერთო აქვთ, მოიხსენიება როგორც ენების უნივერსალური თვისებები, ხოლო განსხვავებულ თვისებებს უნიკალური თვისებები ეწოდება. ისტორიულად, შედარებითი...

Similar Essays